A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დერ

დეკრეტალიები

Etym. ლათ. (litterae) decretales „დეკრეტთა შემცველი წერილები“
It. Decretali
ასე ეწოდა უმთავრესად პაპის მკაფიოდ გამოხატულ პოზიციას გარკვეული პრაქტიკული პრობლემების გამო წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ცნობილი, თუმცა არ შემონახული პირველი დეკრეტალია პაპის სირიციუსის 385 წლით დათარიღებული დოკუმენტია. დროთა განმავლობაში გაჩნდა ერთი ან მეტი პაპის დეკრეტალიათა შეგროვების აუცილებლობა სტაბილური და მოქმედი ნორმების ჩამოყალიბების მიზნით. მნიშვნელოვანი იყო გრიგოლ IX-ის, ბონიფაციუს VIII-ისა და კლემენტე V-ის დოკუმენტთა ოფიციალური კრებულები, რადგანაც ისინი იქცნენ „კანონიკური სამართლის კოდექსის“ („Corpus iuris canonici“) დასაბამად და დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდნენ კიდეც მას. დეკრეტალისტები ეწოდათ პირებს, რომლებიც შეისწავლიდნენ დეკრეტალიებს და ზოგადად გრაციანეს დეკრეტის შემდგომი პერიოდის კანონიკურ სამართალს. თვით გრაციანეს დეკრეტის შემსწავლელებს და განმმარტებლებს კი დეკრეტისტებად მოიხსენიებდნენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9