A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დერ

დემონი

Etym. ბერძნ. daimónion, შემდეგ, ლათინურში დამკვიდრდა ფორმა daemonium
It. Demonio
აღნიშნავს ღმრთის წინააღმდეგ ამბოხებისთვის დასჯილ და დაცემულ ანგელოსურ სულს. აბსოლუტური მნიშვნელობით ჩვეულებრივ აღნიშნავს დემონთა მეუფეს, სატანას. ახალ აღთქმაში ხშირია დემონთა ხსენება: იესო ებრძვის მათ, როგორც ცდუნებათა აღმძვრელებს (მათ. 4:5, შმდ.; 6:13; 13:25.39; მარკ. 1:13; ლუკა 4:1, შმდ; 8:12; იოან. 6:70; 8:44; 13:2; 17:15), აკვიატებათა (შდრ. მარკ. 5:1-13; ) და დაავადებათა გამომწვევებს (შდრ. მათ. 4:24; 8:24 და შემდ.; 9:32; 12:22; მარკ. 9:17.25; საქმ. 10:38), ბოროტი ძალის წარმომადგენლებს (შდრ. ლუკ. 11:14, შმდ.; საქმ. 13:10) და ამარცხებს (მათ. 8:16, შმდ.; 25:41; მარკ. 1:32, შმდ.; ლუკა 4:40), რითაც ღმრთის სასუფეველს ამკვიდრებს (მათ. 12:28; მარკ. 3:15.22; ლუკ. 11:15, შმდ.; გამოცხ. 20:2.10). იგივე ძალაუფლება მიენიჭა მოციქულებს (შდრ. მარკ. 6:7.13; ლუკ. 9:1; 10:17).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9