პირველი შემდგენლის, დენცინგერის სახელის (1819-1883) მიხედვით, ასე ეწოდება Enchiridion symbolorum et definitionum-ს (შემოკლებით DS), საეკლესიო მოძღვრების შემცველ დოკუმენტთა არსებით ანთოლოგიას, რომლის სხვადასხვა რედაქციით შესრულებულ გამოცემათა რიცხვმა რამდენიმე ათეულს მიაღწია (Denzinger H. – A. Schonmetzer, Enchiridion symbolorum, definitionum et declarationum de rebus fidei et morum).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4