A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დერ

დერვიშები

Etym. სპარს. დარწის „გლახაკი“, „მათხოვარი“ (ნაწარმოებია სიტყვიდან dar „კარი“), შეესაბამება არაბულ სიტყვას faqir „ღარიბი“
It. Dervisci
ისლამურ სამყაროში ტერმინი უმთავრესად აღნიშნავს რელიგიურ საძმოთა წევრებს. სხვადასხვა საძმოებში დერვიშები ცხოვრობენ მონასტრებში ან მოგზაურობენ, როგორც მოწყალების მთხოვნელი მოწესეები. წარმოთქვამენ ფორმულებს და ასრულებენ წესებს, დაკავშირებულს მუჰამადთან ან თვით ღმერთთან. პრეტენდენტი დერვიშის „განდობას“ სარწმუნოების აღსარებისა და აღთქმათა მეშვეობით სულიერი მოძღვარი აღასრულებს. ყველა საძმოსთვის საერთო წესია „დირკი“, რომელიც იწვევს ძლიერ რელიგიურ აღგზნებას, რასაც სხეულის რიტმული მოძრაობა და ცეკვაც უწყობს ხელს. ზოგიერთ ხალხში (თურქეთი, ალბანეთი) დერვიშთა საძმოები დაიშალა. ამის მიზეზი ისიც გახდა, რომ ისინი პროგრესისადმი მტრულად განწყობილ ძალად მიიჩნიეს. დღეს ტერმინი ხშირად დადამცირებელი მნიშვნელობით იხმარება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9