A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დია დიდ დიე დივ დიკ დიო დიპ დირ დის დიუ

დიაკვნობა

Etym. ბერძ. diákonos „მსახური“
It. Diaconato
აღნიშნავს მღვდლობის საიდუმლოს ერთ-ერთ საფეხურს (დანარჩენი ორია: ხუცესობა და ეპისკოპოსობა). დიაკვნობა დაკავშირებულია იერუსალემის ადრეულ ქრისტიანულ საკრებულოში არსებულ „შვიდის“ არჩევის ტრადიციასთან (შდრ. საქმ. 6:1-6), რომელიც „მსახურების“ ღრმა სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. ჯერ კიდევ ეგნატე ანტიოქიელი საუბრობს დიაკვნობაზე, როგორც ლიტურგიულ მსახურებასა და სამწყსო საქმიანობაში ეპისკოპოსებისა და სამღვდელოებისადმი დაქვემდებარებულ განსაკუთრებულ წესზე. Lumen gentium-ის თანახმად (29), „დიაკვნის მოვალეობაა, საზეიმოდ აღასრულოს ნათლობა, შეინახოს და გასცეს ევქარისტია, ეკლესიის სახელით დაესწროს ქორწინებას და აკურთხოს ის, სიკვდილის წინ აზიაროს მომაკვდავნი, საღმრთო წერილი წაუკითხოს მორწმუნეებს, აღზარდოს და დამოძღვროს ხალხი, უხელმძღვანელოს ღმრთისმსახურებასა და მორწმუნეთა ლოცვას, აღასრულოს საიდუმლონი, წარუძღვეს პანაშვიდისა და დაკრძალვის წესს“. გარდა ამისა, დიაკონს ევალება საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება და ეპისკოპოსის მიერ მისდამი მინდობილი ყველა ამოცანის შესრულება. ვატიკანის II კრებამ აღადგინა დიაკვნობა, აგრეთვე, როგორც მუდმივი წესი (და არა მხოლოდ როგორც ხუცესობისათვის მოსამზადებელი საფეხური) და დაადგინა ამ წოდების მინიჭების შესაძლებლობა დაქორწინებულ მამაკაცთათვის (LG, 29).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9