Etym. ბერძნ. diacónissa „მსახური ქალი“ პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში ასე უწოდებდნენ ხანშიშესულ, უმთავრესად ქვრივ ქალებს, რომელთაც საქველმოქმედო და ლიტურგიული საქმიანობა ჰქონდათ მინდობილი, კერძოდ, ისინი მონაწილეობდნენ ქალთა ნათლობასა და მირონცხებაში. ისინი განსაკუთრებულ კურთხევასა და ხელდასხმას იღებდნენ ეპისკოპოსისაგან. დიაკონისები მას შემდეგ აღარ არსებობენ, რაც უფროსთა ნათლობა გაუქმდა. XIX საუკუნიდან ეს ინსტიტუტი მრავალ პროტესტანტურ ეკლესიაში აღადგინეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4