A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დია დიდ დიე დივ დიკ დიო დიპ დირ დის დიუ

„დიდება“

It. Gloria
დიდი დოქსოლოგია, რომელსაც წირვის დროს წარმოთქვამს ან გალობს მთელი საკრებულო. იწყება ბეთლემში ანგელოსთა გალობის სიტყვებით: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა...“ (ლუკ. 2:14). ეს ბერძნული წარმოშობის, ძალიან ძველი საგალობელია. ქრისტიანობის პირველ საუკუნეთა აღმოსავლური დოკუმენტებით დასტურდება, რომ ამ დროს „დიდება“ უკვე იყო ჩართული ჟამთა ლიტურგიაში. ლათინურ ეკლესიაში „დიდება“ VI საუკუნიდან გვხვდება საშობაო წირვაში. გარდა ამისა, პაპმა სიმაქემ (†514) „დიდების“ წარმოთქმა დაუწესა ეპისკოპოსებს კვირადღეებსა და მოწამეთა ხსენების დღესასწაულებზე. IX საუკუნემდე მღვდელმსახურებს მხოლოდ ხელდასხმის დღეს და სააღდგომო ცისკრის დროს ჰქონდათ „დიდების“ წარმოთქმის უფლება. XI საუკუნიდან კი მისი გამოყენება საყოველთაო გახდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9