ასე ეწოდება წმიდა სავარდის საიდუმლოებებს, რომლებიც იესო ქრისტესა და ქალწულ მარიამის დიდებას უკავშირდება.
ესენია:
ა) იესოს მკვდრეთით აღდგომა;
ბ) იესოს ცად ამაღლება;
გ) სული წმიდის გარდამოსვლა;
დ) ნეტარი ქალწული მარიამის ცად აღყვანება;
ე) მარიამი, ცისა და დედამიწის დედოფალი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4