A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დია დიდ დიე დივ დიკ დიო დიპ დირ დის დიუ

დიდი პარასკევი

It. Venerdi santo
სააღდგომო სამდღეურის მეორე, იესოს ჯვარზე სიკვდილის მოიხსენიების დღე. ლიტურგიაში დიდი პარასკევი არა გლოვისა და ტირილის, არამედ იესოს მსხვერპლშეწირვის, ხსნის წყაროს, ჭვრეტის დღეა. ეკლესია უფლის გამარჯვებულ სიკვდილს აღნიშნავს. უძველესი ტრადიციის თანახმად, ეკლესია დიდ პარასკევს ევქარისტიულ მსახურებას არ ატარებს. ამ დღის ლიტურგიის უმთავრესი, ძირეული ელემენტია ღმრთის სიტყვის გამოცხადება.
მსახურება სამი ნაწილისაგან შედგება:
ა) ღმრთის სიტყვის ლიტურგია სამი საკითხავით, რომელთა შორისაა თხრობა იესოს ვნებისა და სიკვდილის შესახებ (იოან. 18-19);
ბ) ჯვრის თაყვანისცემა;
გ) ზიარება. რაკიღა ამ დღეს ევქარისტიული მსახურება არ ტარდება, საკურთხეველზე სრულიად არაფერი დევს: არც ჯვარი, არც შანდლები და არც გადასაფარებელი. გარდა ამისა, მორწმუნეებმა უნდა დაიცვან მარხვა და უარი თქვან ხორცის მიღებაზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9