Etym. ლათ. quadragesima (dies) „მეორმოცე დღე“ ორმოცდღიანი ლიტურგიული პერიოდი, რომელიც ნაცრის ოთხშაბათს იწყება და აღდგომისათვის ამზადებს მორწმუნეებს. ძველად ამ პერიოდში სრულდებოდა კათაკმეველთა მომზადება, რომლებიც საპასექო ცისკრის დროს ნათლობას იღებდნენ. მოგვიანებით, დაახლოებით IV საუკუნიდან, დიდმარხვა მთელი ეკლესიისათვის მონანიებისა და განახლების პერიოდად ყალიბდება, მკვიდრდება მარხვისა და თავშეკავების წესები. მარხვა დღესაც სავალდებულოა ნაცრის ოთხშაბათს და დიდ პარასკევს, თავშეკავება – დიდმარხვის ყოველ პარასკევს. ლიტურგიაში დიდმარხვის დროს მონანიების განწყობას ხაზს უსვამს სამოსლის იისფერი ფერი და წირვისას „დიდებისა“ და „ალელუიას“ გამოტოვება. ვატიკანის II კრების მიერ გატარებულმა რეფორმამ, დიდმარხვის პერიოდის მონანიე ხასიათის განმტკიცების გარდა, მის სააღდგომო-სანათლობო ხასიათსაც გაუსვა ხაზი და მოუხმო მორწმუნეებს, უხვად ისაზრდოონ ღმრთის სიტყვით და გულმოდგინედ ილოცონ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4