A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დია დიდ დიე დივ დიკ დიო დიპ დირ დის დიუ

დისციპლინატები

Etym. ლათ. ზმნიდან discere „სწავლა“
It. Disciplinati
ეტიმოლოგიური თვალსაზრისით, ტერმინი მიემართება ყველა ადამიანს, ვინც მონანიების ან ასკეტური მიზნით დისციპლინას იმტკიცებს. უფრო სპეციფიკური და ვიწრო მნიშვნელობით, ისტორიულად აღნიშნავდა XIII საუკუნეში მონანიების მოძრაობათა მიმდევრებსა და მომხრეებს (მათ, აგრეთვე, ეწოდებოდათ ფლაგელანტები, ბატუტები და კაპუჩატები). ამ შემთხვევაში დისციპლინა აღნიშნავდა როგორც მონანიების ხასიათის განსაკუთრებულ დამსჯელ ზომას, ისე საშუალებას, რომლითაც ის ხორციელდებოდა (დრეკადი წკეპლა, ბაწრის მათრახი და სხვა).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9