A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დოგ დოკ დოლ დომ დონ დოქ

დოგმა

Etym. ბერძნ. სიტყვიდან dogma „გადაწყვეტილება“, „მოსაზრება“
It. Dogma
უფრო ვიწრო მნიშვნელობით, აღნიშნავს ეკლესიის მიერ ავტორიტეტულად წარმოთქმულ დებულებას, რომელიც მიღებულ უნდა იქნეს როგორც გამოცხადებული ჭეშმარიტება და რომლის უარყოფაც, შესაბამისად, ერესია. ტერმინმა დღევანდელი მნიშვნელობა XVIII საუკუნიდან შეიძინა, ანუ ამ დროიდან აღნიშნავს დებულებას, რომელიც წარმოადგენს გამოცხადების (საღმრთო წერილი და გადმოცემა) ნაწილს ან რომელიც აუცილებელია მის გადმოსაცემად და შესანახად; დოგმას ავრცელებს ეკლესიის მაგისტერიუმი, როგორც ჩვეულებრივი გზით, ისე საგანგებო გამოქვეყნების საშუალებით მსოფლიო კრებებზე ან პაპის ex cathedra გამოსვლების დროს. ამიტომაც დოგმა მუდამ გამოცხადებასა და მაგისტერიუმს ემყარება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9