A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დოგ დოკ დოლ დომ დონ დოქ

დოკეტიზმი

Etym. ბერძ. ზმნიდან dokéin „მოჩვენება“
It. Docetismo
უფრო მეტად ქრისტიანობის პირველი საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ერეტიკული თეოლოგიური ტენდენცია, ვიდრე ნამდვილი მონოფიზიტური ერესი, რომლის თანახმადაც იესო ქრისტეს მხოლოდ მოჩვენებითი სხეული ჰქონდა, რადგანაც იგი ბოლომდე და მთლიანად ღმერთად დარჩა. ეს თეორია აუბრალოებდა ქრისტეს ადამიანურობას, ტანჯვასა და სიკვდილს და ისინიც უბრალო მოჩვენებითობამდე დაჰყავდა. ამ ტენდენციის პირველი ნიშნები უკვე ახალ აღთქმაშია დამოწმებული (შდრ. 1 იოან. 4:2; 2 იოან. 7), მისი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ: სვიმეონ მოგვი, ბასილიდე, გნოსტიკოსები, განსაკუთრებით – ვალენტინელნი, მანიქეველნი და სხვა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9