A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სქი სქო

სქოლასტიკა

Etym. შუასაუკუნეთა ლათ. scholastica
It. Scolastica
გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს შუა საუკუნეებში, სკოლათა (scholae) აღზევების ჟამს ჩამოყალიბებულ ფილოსოფიურ, თეოლოგიურ და სამეცნიერო (შვიდი თავისუფალი ხელოვნება, მედიცინა, სამართალი და მექანიკის დარგები) მიმდინარეობას, რომელმაც განვითარების სამი ფაზა განვლო (XI-XII სს.: პირველი სქოლასტიკა; XII-XIV სს.: დიდი სქოლასტიკა; XIV-XV სს.: გვიანი სქოლასტიკა) და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახდენდა გავლენას დასავლეთის კულტურულ ცხოვრებაზე. ავტორიტეტსა (გამოცხადება) და რაციონალურობას (განსჯითი ინტერპრეტაცია) შორის დიდაქტიკური ურთიერთობის წყალობით სქოლასტიკამ ხელი შეუწყო კულტურის ჰუმანიტარულ აღქმას და ცოდნის ორგანულ სისტემატიზაციას სამყაროს ქრისტიანული ხედვის ფარგლებში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9