Etym. ბერძ. სიტყვიდან dóxa „დიდება“, + logos „საუბარი“ ლიტურგიაში ტერმინი მამა ღმრთის, ქრისტეს ან წმიდა სამების სადიდებელ ფორმულას აღნიშნავს. მაგალითად, ევქარისტიული ლოცვა დოქსოლოგიით სრულდება: „ქრისტესთვის, ქრისტესთან ერთად, ქრისტეში“. მცირე დოქსოლოგია ეწოდება მამა ღმრთის სადიდებელს, დიდი დოქსოლოგია კი წირვის სადიდებელს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4