A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დღე

დღესასწაული

Etym. ლათ. festa, საშუალო სქესის მრავლობითი რიცხვის ფორმა, შესატყვისი სიტყვისა festus (dies) „სადღესასწაულო, საზეიმო, წმიდა (დღე)“
It. Festa
ქრისტიანთათვის დღესასწაულის მიზეზი ქრისტეს მოვლენაა, რომლის აღნიშვნიდანაც იღებს დასაბამს ყველა ქრისტიანული დღესასწაული, დაწყებული აღდგომის დღესასწაულიდან, რომელიც ლიტურგიული წლის მთავარი მოვლენაა. აღდგომის საიდუმლოება აღინიშნება ყოველ კვირადღეს, უწინარეს სადღესასწაულო დღეს, რომელიც, სამოციქულო ტრადიციის თანახმად, მთელ ეკლესიაში უნდა იქნეს დაცული. უნდა აღინიშნოს, აგრეთვე, სხვა სადღესასწაულო დღეები, როგორებიცაა: უფლის შობა, ნათლისღება, უფლის ამაღლება, ქრისტეს უწმიდესი სხეულისა და სისხლის დღესასწაული, ღმრთის წმიდა მშობელ მარიამის დღესასწაული, მისი უბიწო ჩასახვისა და აღყვანების დღესასწაული, წმიდა იოსების, წმიდანების პეტრესა და პავლეს, ყველაწმიდას დღესასწაულები (CIC, კან. 1246, ნაწ. 1). ამ დღეებსა და კვირადღეს მორწმუნეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ევქარისტიაში, თავი აარიდონ მუშაობასა და სხვა საქმიანობას, რომელიც მათ ღმრთის კულტისაგან ააცდენს, საზეიმო დღის სიხარულს აფერხებს და გონებისა და სხეულისათვის აუცილებელ დასვენებას უშლის ხელს (CIC, კან. 1247).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9