colloq. ჯიბიდან გავარდნილი Synonym: ოინბაზი, თაღლითი, იშკილბაზი, არამზადა, ლუპუსტაკი, ლაპუსტაკი, ტრაბუცა, თვალთმაქცი, თვალდათვალ მატყუარა, ქლესა, გაქლესილი, გაქნილი, გაქექილი, გამოქექილი, გაღლეტილი, ეშმაკი, ადიდაში გამოსული, ცხრა თოკში გამოვლილი, გაცვეთილი, დაღრეკილი, გამოქექილი, მოხერხებული, დაქოქილი, ყალთაბანდი, კვაჭი, ქვებუდანი, გამოჯანდრული, გამოჯაგული, გაიზვერა, ქვეშ-ქვეშა.
ძალიან გაღლეტილი კაცია შენი ოსტატი. (გ. წერეთელი)
დაღრეკილმა აზნაურმა ზედმიწევნით იცოდა „ზაკონის კანონები“. (ნ. ლორთქიფანიძე)
დიომიდე, ნაქები საღამოების მოწყობაში და გამოქექილი თამადა, ნაწყენი იყო. (დ. კლდიაშვილი)
უფროსი მეტის მეტი გაქნილი, გაიძვერა და გამოცდილი კაცი იყო. (ია ეკალაძე)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.