Synonym: ავზნე, ავენა, ავყია, ავი ენის პატრონი, ენოვანი, ბოროტი, ბოროტეული, უკეთური, თვალბედითი, გულპილწი, როკაპი, გულანჩხლი, გულხენეში, ავგული, გულღვარძლიანი, გულმწყრალი, გულმანკიერი, გულღრძო, გულის მომწყვლელი, ღვთის რისხვა, ღვთის გარეგანი, ღვთის წყალობა ღვთის რისხვად ესმის, ენამყრალი, მყრალი ენა, ენამკვახე, ენაკვიმატი, ენამწარე, ყიამყრალი, ყბაღია, ღვარძლიანი, შხამიანი, გესლიანი, ბაიყუში, ცარიელი კუჭია, ბაბაყული, ხენეში, ნავსი, თარსი, ყარყუმი, უსათნო, ძვირი (ძვირს ვერ იტყვი ჩემზე), ღრძო, უკუღმართი (დრო).
ავსა კაცსა ავი სიტყვა
ურჩევნია სულსა, გულსა. (შოთა)
ავ-ენანო, ოდეს დაცხრეთ,
მოასვენოთ ესდენ სული. (ნ. ბარათაშვილი)
ეჰეი, რანაირად დაუტია!.. ცარიელი კუჭი იქნება ე დაწყევლილი პატარა დედაკაცი. (ა. ცაგარელი)
რა ბაბაყული ღამე იყო-და! (ს. მგალობლიშვილი)
ეს ბავშვი ჩვენ ბაიყუშათ მიგვაჩნია და, აბა, ახლა შეხედე, რა დიდი კაცი გამხთარაო. (ე. ნინოშვილი)
რევაზს ეწყინა მისი ღრძო ხარხარი. (შ. არაგვისპირელი)
სწორედ ბაბაყულია! (ა. ყაზბეგი)
უნდა გენახათ ეს როკაპი დედაკაცი! (შ. არაგვისპირელი)