და დგ დე დვ დი დნ დო დრ დუ დღ
და დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაო დაპ დაჟ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაჩ დაც დაძ დაწ დაჭ დახ დაჯ

დამთავრება

abbr. საბავშ. საბავშვო – ფაფუ
Synonym: მორჩომა (გათავდა და მორჩა), გათავება, მოთავება, შესრულება, მოსრულება, დასრულება, კეთების დასრულება, დაბოლოება, დაგვირგვინება, წირვის გამოყვანა, გამოსვლა (მისი წირვა გამოსულია, გაკვეთილი მალე გამოვა), სვის გატანა (მკაში), ლელოს გატანა (ბოლოში, ბოლომდე), გასვლა, გალევა (ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე), თავის გამობმა (საქმეს თავი ვერ გამოაბა), თავი თავს მოიყვანა, ათავება (უნივერსიტეტის კურსს ათავებს), ამოწურვა (დრო ამოიწურა), ლევა (ილევა), დალევა (დაილია), გამოლევა (გამოილია), მოლევა (ყურძენი მოილია), ამოცლა (ქვევრში ღვინო ამოიცალა), გამოიცალა, ამორაგვა, ამოხაპვა, აშაბაშება (მუშებმა აიშაბაშეს), საქმის დაბოლოება, ბოლო მოეღო, გადაღება (წვიმა გადაიღო), გადაყრა (წვიმის გადაყრა), ჩამოლოცვა (ლოცვის დამთავრება, მღვდელმა ჩამოილოცა), ზარი დაერეკება (ბოლო მოეღება), მიყოლა (საქმისა ბოლომდე მედგრად მიყოლა), ჭირი მოგჭამა, ჩვენი ჭირი წაიღო, ნატამალიც აღარ დარჩა, ლარის გატანა, წერტილის დასმა, საქმის ბოლომდე მიყვანა, მიწურვა (დრო მიიწურა), საქმე გაჩარხულია, საქმე საქმეზეა მისული, საქმე დამშია მოსული, სრულქმნა.

მოხვიდე, სრულვქმნა მაშინღა, შენი წადილი გულისა. (შოთა)

საქმეს დამში მოვიყვანთ. (ილია)

კუნტრუში ვერაფერი ლარი და ხაზია სვის გატანისათვის. (ილია)

ეხლა რაღა დროსია, საქმე დამიწყია, თავი თავს უნდა მოვიყვანო. (ა. ცაგარელი)

წირვა გამოვუყვანოთ მაგ ბოთლს და წავიდეთ. (რ. ქორქია)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9