შა შე შვ შთ ში შლ შმ შნ შო შრ შტ შუ შფ შხ
შე( შეა შებ შეგ შედ შეე შევ შეზ შეთ შეი შეკ შელ შემ შენ შეპ შეჟ შერ შეს შეტ შეუ შეფ შექ შეღ შეყ შეშ შეჩ შეც შეძ შეწ შეჭ შეხ შეჯ შეჰ

შესმა

Synonym: სმა, დალევა (მცირე ნაწილის დალევა), მოსმა, მირთმევა (მიირთვეს), გადაკვრა, ყლურჭვა, დაყოლება (ღვინოს წყალი დააყოლა), საჭმელს ღვინო დააყოლა, გადაყლურჭვა, ყლუპვა, ყლაპვა (ყლაპვა უყვარს), ხუხვა, გადახუხვა (დილა ადრიანად ორი ჭიქა არაყი გადახუხა), დაჟურვა, გამოჟურვა (მთელი ბოთლი გამოჟურა), გამოწურვა, წრუპვა, გადაცლა (ყანწი გადაცალა), გამოცლა (ერთი ხელადა გამოცალა), დაცლა (უკანასკნელ წვეთამდე დაცალა), გამოწრუტვა (მთელი ბოთლი გამოწრუტა), გამოწრეტა, გაჭყიპვა (გაიჭყიპა წყლით, ღვინით და სხვ.), ჭყიპვა (იჭყიპება), ყელის ჩასველება, პირის გასველება, დაწაფება, ჩაცეცხლება, გადაძახება (გადაუძახა), მოყუდება, ჩახეთქვა, ჩაბრაზვა, (ხმაურით სმა) ხვრეპა, შეხვრეპა, მოხვრეპა (ხარბად მოხვრიპა ჩაი)

„შევქმენ სმა და ნადიმობა
პატიჟთა და ჭირთა მალვად.“
(შოთა)

„აავსე თასი! შესვი? გაამოს!“ (ი. გრიშაშვილი)

„სწორედ არ გვიწყენს, რომ ცოტა ყელი
ჩვენც ჩავიწმინდოთ და ჩავისველოთ.“
(აკაკი)

„მივარდა წყაროსთან, დაემხო პირქვე, დაეწაფა და დიდხანს სვა ყინულივით ცივი წყალი.“ (ი. გოგებაშვილი)

„აბრიამ... წინწკლიანი ჩაფუკა მოიყუდა.“ (შ. არაგვისპირელი)

Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. – 559 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9