abbr. საბ. საბავშვო – ბაბა Synonym: ლოლუა (გრძელი პური), შოთი (გრძელი და მსხვილი პური), ბასილა (საახალწლო პური), ბალარჯი (ცუდად გამომცხვარი), (სიმინდის ფქვილნარევი პური) ქულუკანა, („თორნეში ჩაყუდებული პური“ – საბა) ლიკანი, (თონეში ჩავარდნილი და ნაკვერჩხალზე გამომცხვარი ცომის გუნდა) კუტი (რას მიყვირი, შენი კუტით ხომ არა ვარ გაზრდილი?), კუტი პური, (თბილი ჯავახური პური) თბილთაჯა, შაფართხელა, ხმიადი, (თეთრი, მაღალი ხარისხის თონის პური) ჯვარის მამის პური.
მაგისთანა პური მარტო (გლეხების) თონეში ცხვება. ჩვენი თონე კი მარტო ჩვენისთანა, კუტ-პურს აცხობს. (ილია)
დედილო! პატარა ბაბა მომე. (შ. მღვიმელი)
თუმც არ მეჭამა მე პური
თბილთაჯა, ჯავახურია. (დ. გურამიშვილი)