Synonym: მოლი, მდელო, მწვანე, (ახლად მოთიბული ბალახი) ალერდი, დიყი (მაღალი ბალახი მთაში), ჯოყარი (ვაჟას განმარტებით: „მსხვილღეროიანი ბალახი: ჯოყარი ანწლისა, ბორხვენისა, ლემხურასი, დიყისა და სხვ.“), შალდაყი, შამბი (ა. ყაზბეგის განმარტებით: „მაღალი და ნოყიერი ბალახი“), (ახლად ამოსული ბალახი) ჟიჟო, (ღეროიანი ქორფა ბალახი) ღრინჭოლა, (სწორი და ბალახიანი ადგილი) მინდორი.
ნუ მოსჭრით ხესა, დავჯერდეთ
ჯოყრებს, ხმელ წიწკრებს ცოტასა. (ვაჟა)
დამჭკნარი დიყი, შუპყა, შამბი, არყი, ცაცხვი და ურძანი – ყველანი ერთად შფოთავდნენ. (ვაჟა)
ცხენებს ცოტა იქით გადავრეკ... იქ უფრო შალდაყი ბალახია. (ა. ყაზბეგი)
მწყემსიც იქვე წევს, მოლი აქვს ნოხად, სუფრადა. (რ. ერისთავი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.