Synonym: მიალერსება, ლამუნი, დაყვავება, მისაყვარლება, მიფერება, სიტრელე, ფერება (ეფერება), მოფერება, თავს ვლება, ლაციცი, ლაციცება, გააზიზება, (ცხენის დაყვავება) პოპინება, ფოფინი (ეფოფინება), (უხეირო ალერსი) ღლაბუცი.
მივე მარტო, ქმარსა ჩემსა
ველაღობე, ველაციცე. (შოთა)
დაჩაგრულს დამიყვავე... იმედდაკარგულს ნუგეში მეცი... (ა. ყაზბეგი)
(მოხუცებულმა) მაინც კი არაფერი არა თქვა რა შვილის მიალერსებაზე. (ნ. ლომოური)
ყურს სხვანაირად ელამუნება. (ი. გრიშაშვილი)