ჩა ჩე ჩვ ჩი ჩლ ჩმ ჩნ ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩხა ჩხვ ჩხი ჩხლ ჩხო ჩხრ ჩხუ

ჩხუბი

  1. Synonym: ჩხუბით აკლება, წაჩხუბება, მუშტი-კრივი, ცემა (ეცნენ ერთმანეთს), ცემა-ტყეპა, შფოთი, თავპირის მტვრევა, შეხლა-შემოხლა, თმით თრევა ბუწუწებით თრევა, შებმა მიწევა (ერთმანეთზე მიიწევენ), წაკიდება, ბარიშანის აშლა, დაკა-დაკა, დანა-სისხლად არიან გადაკიდებულნი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებული, მოსაკლავად არ დაინდობენ ერთმანეთს, დარევა (ერთმანეთს დაერივნენ), ძგერება (ერთმანეთს ეძგერნენ), კვეთება (ერთმანეთს ეკვეთნენ), ძიძგილაობა (ძიძგილაობენ), დატაკება, შეტაკება, შეჭიდება, კინკლაობა, წაკინკლავება, კრტიმლობა („ნიადაგ უგვანო შუღლი“ – საბა), ბასტი-ბუბუ (ბასტი-ბუბუ გამართეს), დავა, ყალიდა, ოდიგარი, ჭიდილი, ალიაქოთი, განხეთქილება, უთანხმოება, უსიამოვნება, შეხლა-შემოხლა, ლაპარაკი მოუვიდათ, წალაპარაკება, კირწაკორწა, ვაი-ვაგლახი, სამდურავი, უმძრახად ყოფნა (ერთმანეთთან უმძრახად არიან), გადაკიდება (ერთი მეორეს გადაეკიდა), ერთმანეთის დარევა (ერთმანეთს დაერივნენ), გაუხდათ (ჩხუბი მოუვიდათ) დანების ტრიალი, ხმლების ტრიალი, დანობია, ხანჯლობია, ხანჯლების ტრიალი, მტრობა, შუღლი, გადამტერება, ღვარძლი.

    შფოთს ნუ აუტეხ ნურავის,
    ყველასთან იყავ ძმურადა:
    დავას რომ ხარჯი მოჰყვება,
    შენ ის გეყოფა პურადა.
    (რ ერისთავი)

    (კრივში) დევკაცების ჭიდილია, ბაგა-ბუგი, დაკა-დაკა! (გ. ლეონიძე)
  2. See also: ომი
    Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9