Synonym: ბუბნა (ბუბნის), გვემა, ბეგვა, გაბეგვა, მიბეგვა, შემოკვრა, გარტყმა, ტყეპა, გატყეპა, მიტყეპა, ცემა-ტყეპა, ბეჟვა, ჟეჟვა, ზაპუნი, ჟაპუნი, ზაპაზუპი, ლებვა (ცემით ტანის გალურჯება), ჩაფარება (თავში ჩააფარა), ჩაბეჟვა, მიბეჟვა, აჭრელება (გველივით აგაჭრელებ), ზურგის აჭრელება, ჩალურჯება, ტანის ალილავება, ტანის აჭრელება, ყურების აწევა, ყურების ასრესა, გალახვა, გასახვრა, გაწკეპვლა, მიწკეპვლა, წიხლქვეშ გაგდება, მიჯოხვა, მიჩეჩქვა, გაჯოხვა, გაროზგვა, მიტორვა (ქვეშ ამოიდო და კარგად მიტორა), თავში ბარტყუნი (ენამ რა მიყო და თავში ბარტყუნიო), ბაყაბუყი (ქობინასავით ბაყაბუყი გააქვს), ფეხქვეშ წაგდება, გაჯოხვა, გაშოლტვა (ისე გაგშოლტავ, რომ ბუღი აგდიოდეს), გამათრახება, მათრახი გადაუჭირა, მათრახი გადააწნა, მათრახი გადაუშხუილა, ცემით გასავათება, ცემით გახეთქვა, ცემით მიმკვდარება, ცემით სიკვდილის პირამდე მიყვანა. ცემით დაოსება, ღდინის გაგდებინება, სილის გარტყმა, სილის შემოკვრა, სილა გააწნა, სილა უთავაზა, სილის თხლეშა, წათხლეშა, უთავაზა (ლაზათიანად უთავაზა, მაგარ-მაგარი უთავაზა), თხლაშანი გაადინა, ლაწანი გაადინა, ლეწვა (ლეწა სახეში), გასილაქება, თაქება (უთაქა), მოცხება (ლაზათიანად მოსცხეს), ცხუნება (უცხუნა), მოხვედრება (ზორბად მოახვედრეს), თხლეშა, დრუზვა, მიყოლება, მიჟეჟვა, დაკერება, ხეთქა (სახეში ხეთქა), კბილებში ჩაცხება, გაცხება, გაჩეჩქვა, დათეთქვა, ჩაბასილება, გვერდების დაზელა, კისრის დაზელა, გვერდების ჩამტვრევა, თავში ჩაკვრა, თავში ჩარტყმა, თავში ჩაფაჩუნება, თავში ჩაფარება, თავში წატიალება (წაუტიალა), თავში ჩაკაკუნება, თავში წათაქება, თავპირის დამტვრევა, ცხვირპირის დამტვრევა, კინწის კვრა, პანღურის კვრა, ქისტის (ქიშტის) კვრა, კინკრიხოში წამოუსვა, ჯლიქის კვრა, მუჯლუგუნის წაკვრა, წატიალება, წაქიმინჯება, წამოკვრა, ბუწუწებით თრევა (ბუწუწებით დაითრია), თმებით დათრევა, გაპენტვა (ბამბასავით გაპენტეს), ჩაბუბვნა (ჩაბუბნეს ერთმანეთი), ნიორწყალივით გახდა, ნიორწყლად აქცია, გაბერტყვა, მიტორვა, პარტყაპურტყი (ხელების პარტყაპურტყი).
არამკითხე მოამბეო, მიტყეპე და მიაგდეო. (ანდაზა)
შეეშლებოდა ბავშვს თუ არა, უცხუნებდა და უცხუნებდა. (აკაკი)
თუმც ერთხელ პეტკა... მიტორა,
გვერდში „მუსტები“ შემოჰკრა,
კარგა გალანძღა, მიჯორა. (ვაჟა)
კაი ჯოხების მიყოლებით გავაგდეთ კარზედა (ძაღლი). (ნ. ლომოური)
ეკალაძეს ბრაზი მოუვიდოდა ხოლმე, რომ საბუთს არაფერს ვაძლევდი გაროზგვისას. (ვაჟა)
დაკა მაგას, თავსი ჩაუფაჩუნე. (რ. ერისთავი)
მე... მაგას ერთი კარგა მივჯოხავდი, რო(მ) გორს აქეთ აღარც კი გადმოეხედა. (ვაჟა)
(ცხენმა) ჩაიგდო ფეხქვეშ და ისე მიჩეჩქვა, რომ სეფისკვერაძეს კიდევ მრავალი არტაშანი დასჭირდა. (მ. ჯავახიშვილი)
ერთი ისეთი გადმომკრა ი ოჯახაშენებულმა ზურგში, თვალებიდან წინწკლები წამომცვივდა. (შ. არაგვისპირელი)
ოფიცერმა ერთ ბიჭს მათრახი გადაუჭირა. (რ. ქორქია)