Synonym: საბუდარი.
ბუდეს ავაგებ ლამაზად,
დავჩეკავ, დავზრდი შვილებსა. (შ. მღვიმელი)
Synonym: ქარქაში (ხმლისა, ხანჯლისა), ნაკაპარნი, კაპარჭი (ისართა), ხილიფი (მშვილდისა).
ხმალ-კაპარჭი მოიმაგრა,
მკლავნი გაიმამაცურნა. (შოთა)
Synonym: მომყოლი, ქუდბედი, საშვილო (ბავშვისა), ბუდარა (ღორისა), სახბორე (ძროხისა).
Synonym: ჩალითა, ჩალითა-ბუდე, (მასრების ბუდე) სასწრაფო, შალითა, ტალიკი, ბეგთარი, (სამუსიკო საკრავთა ბუდე) ალკაპი.
მარცხნით მკერდს სასწრაფო უჩანს თითბრისა მასრებიანი. (ვაჟა)
(თხილის, წაბლის, რკოს ბუდე)
Synonym: ქუჩუბო, წენგო, ბუძგი.
(ქურდების, ავაზაკების, გარყვნილების ბუდე)
Synonym: კერა, თავშესაფარი, ბუნაგი.
გავიქცეთ, წავიდეთ, მივატოვოთ ეს გარყვნილების ბუდე. (ნ. ლორთქიფანიძე)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.