Synonym: ბრგე, სარო, საროს ტანისა, მოხდენილი, მოყვანილი, წერწეტა, ტანწერწეტა, ტანწვრილი, ტანტატანა, ტალიკი (დარჩეული, ტალიკ-ტალიკი ბიჭები იყვნენ), კენარი, კერკეტი, ლერწამტანიანი, ნარჩევი.
ადგეს სოგრატ და ავთანდილ
ტანითა მით კენარითა. (შოთა)
ტანადაც ერთი ბრგე კაცი იყო, მარჯვედ მოყვანილი. (ილია)
მხედრები სულ ახალგაზრდები, ნარჩევი და ერთიერთმანეთზე ლაზათიანები იყვნენ. (ა. ყაზბეგი)
ერთხელ თურმე მეფის შვილი,
ახალგაზრდა, ბრგე, ტანადი,
მთების ქედზე მიდიოდა,
სანადიროდ განამზადი. (ი. გრიშაშვილი)
ტანტატანა გოგოებსა
შემოესმათ სკოლის ზარი. (ი. გრიშაშვილი)
ტალიკმა ბიჭებმა... მარნის კარი შეაღეს. (შ. არაგვისპირელი)
ყანავ, შენ ჩემო ყანაო,
ტურფავ და ლერწამტანაო. (რ. ერისთავი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.