Synonym: ამობურცული, ამობერილი, ამოზნექილი, ნაბურცი (ფოთლებზე, ნაყოფზე და სხვ.), დარუმბებული, დასიებული, ამობურთული, შეშუპებული, დაზღმურდული, დაჯირჯვებული, ათქვირებული, აკანთებული, გაფიჟვინებული, გასივებული, დაბუხული, დახაფრებული, წამოკვერებული, გამობერილი, დაჯორჯებული, დაკორძებული.
ადგილ-ადგილ გამხდარი პირისახის შეშუპება ამბობდა, რომ ის საკმაოდ ეტანებოდა ბახუსს. (შ. არაგვისპირელი)
დაოსებული, დარუმბებული შეაგდეს ერთს პატარა ოთახში. (ა. ყაზბეგი)
ლოყები წითლად წაოუკვერდა. (ა. ყაზბეგი)
(ჩემი საცოლე) მაჯლაჯუნა ყოფილა. დაჯორჯილი, ერთი რაღაც ჯმუხი, სამოცი წლისა. (ა. ცაგარელი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც.. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.