Synonym: ზვავი, ზვიადი, გულზვავი, მზვაობარი, ამპარტავანი, თავაღებული, გოროზი, ყიფი, აღვინიზებული, გადიდგულებული, ქედმაღალი, მედიდური, ყოყოჩა, ყოყლოჩინა, დიდგული, ცხვირაბზეკილი, ამპიწი, კუდაბზიკა (კუდაბზიკა აზნაური), მამლაყინწა, გული ყელში სჩრია, უკადრისი, თავს არავის უყადრებს, თავი ამაყად უჭირავს, თავის დიდ ვინმედ მიჩნევა, თავი მაღლა უჭირავს, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა – ქალამნად.
თავი უჭირავს ამაყად,
ბუზს აღარ ისვამს თავზედა. (შ. მღვიმელი)
ზვიადი იყო თავადი,
(სხვებს) თავს არ გაუყადრებდა. (აკაკი)
სადღაც გაქრა ყარამანის... გოროზი გამოხედვა. (დ. შენგელია)
დამიხედეთ ამ მამლაყინწა რაინდს! (შ. დადიანი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.