Synonym: მიმსგავსებული (ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც ვაშლის ნაჭრები), მგვანი, მინამსგავსი, მინაგვანი, მინაგვარები, ფერა (ჩემფერა), ნაირი (იმნაირი), იმგვარი, იმისთანა, ჩვენებრივი, ჩვენდაგვარი, ჩვენისთანა, სახოვანი, ერთნაირი, მაგგვარი, ამდაგვარი, იმდაგვარი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი? (ილია)
ერთმანეთის მინამსგავსი შიში სხვაა, სიფთხილე – სხვა. (აკაკი)
ხევებში ზვავი შეთხელდა
ვეშაპის მინაგვარები. (ვაჟა)
თუ დააკვირდებოდით ახლად დანამულ მიწას, ადვილად შეამჩნევდით უნალო ცხენების ნაფეხურს და ჩლიქების იმგვარ ბეჭდებს, რომლებსაც „ბაყაყს“ ეძახიან. (ვაჟა)