Synonym: (აამებს), თნევა (ათნევს), გულის მოგება (გულს უგებს), გულის მიზიდვა, სიამოვნება (ასიამოვნებს), სიამოვნება მომგვარა, სიამოვნება მაგრძნობინა, დატკბობა (დაატკბო), გულის გაგრილება (გულს აგრილებს), ფიანდაზად გაშლა, გაგება (ეგება), მოლხენა (მოალხინა), გულს დაედება, გახარება, სიხარულის მოგვრა, განცდა.
მერწმუნეთ, მე აქ ვიღწვი მხოლოდ
თქვენი გახარებისათვის. (ილია)
კბილბასრო და ბრჭყალმახვილო,
გარეულო კატუნია!..
შენ არავის მიიკარებ
არც რისხვით და არცა თნევით. (აკაკი)
თუცა ქალია ხელმწიფედ
მართ ღმრთისა დანაბადია,
არ გათნევთ, იცის მეფობა,
უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია. (შოთა)
უბრძანა: „თქვითო მართალი,
ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს.“ (შოთა)