ა. აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ
ამ ამა ამბ ამგ ამდ ამე ამთ ამი ამკ ამლ ამნ ამო ამპ ამჟ ამრ ამს ამტ ამფ ამქ ამღ ამყ ამშ ამჩ ამძ ამწ ამხ ამჯ

ამოხოცვა

  1. Synonym: ხოცვა, ამოჟლეტა, დახოცვა, სისხლის ღვრა, გაწყობა (იქაურობა გააწყო), სინსილის გაწყობა, გაწყვეტა, ამოსვრა, შემუსვრა, მუსრის გავლება, მოსვრა, მუსვრა (მტრის ჯარის მუსვრა), განადგურება, გაჟუჟვა, ამოწყვეტა, ამოწყდომა, დაწყვეტა, ჟლეტა, გაჟლეტა, აღმოფხვრა, ამოთაქვა, ბოლოს მოღება, მოსპობა, ცეცხლში ამობუგვა, ამოგდება (მთელი სოფელი ამოაგდეს), დალევა, ერთმანეთის დალევა, აღგვა (პირისაგან მიწისა), განიავება, თავების გაყრევინება, ლეწვა (საბჭოთა არმია ფრონტზე მტრის დივიზიებს ლეწავდა და ანადგურებდა), გალეწვა, რბევა, იავარყოფა (იავარჰყო), იავარქმნა.

    ყველაკაი მოიშალა,
    სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა.
    (შოთა)

    თქვენ ხომ მაინც აგცილდებათ
    ხოცვა, ჟლეტა, სრვა და რბევა.
    (ილია)

    თუ თავიანთი გაჟუჟვა არ უნდოდათ, გაუნძრევლად უნდა დარჩენილიყვნენ. (ა. ყაზბეგი)

    მტრებად ნუ გადაგვკიდებთ, თორემ ერთმანეთს დავლევთ. (ა. ყაზბეგი)

    ბიჭები... ჩხუბს აგვიტეხენ, მტრების გასახარელი საქმე მოგვივა, ერთი მეორეს დავწყვეტთ. (ე. ნინოშვილი)

    სადაც ამხანაგები დამილიეს, მეც იქ უნდა ჩავეკაფინო. (ა.ყაზბეგი)
  2. Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9