Synonym: პატარ-პატარა, სულ პატარა, მუჭისოდენა (პატარა ტანის საქონელი) ნაღიტა, კოკროჭინა, (პატარა და კოხტა) კუკნა, ნეკისოდენა, მოცუცქნული (მოცუცქნული ბაჭია), ცუგრუმელა (ცუგრუმელა გოგონა), კნინი, პაწაწა, ნალევა, (ნალევა კვერცხი, საპნის ნალევა, ნალევა მთვარე, ნალევი ცელი), უმცროსი, უმრწმესი, მცირე, მომცრო, დაბალი, დაბალ-დაბალი, ლუკმა, მორჩილი, ნამცეცა, ციცქნა, პაწია, პაწაწკინა, პაწაწკინტელა, პაწაწა, ბეწო, ერთი ბეწვა, ნატამალი, იოტისოდენა, მიწას არ ასცილებია, ტუჩებზე დედის რძე (ხსენი) არ შეშრობია, ნამკეკი, ნამკესი, ერთი ციცქნა, წვრილი, დიდ-დიდი (პატარა ოთახია – დიდი-დიდი 6 მეტრი იყოს). (წვრილი ვაშლი, მსხალი და სხვ.) ჟიჟმატი, (მცირე რამ საჭმელი) ხემსი
„კაცი ერთბაშად მაგ დაბალ თანამდებობიდან ასკუპდა მაღალ რედაქტორობამდე“ (ილია)
„მაგრამ მორჩილი რომ ვარ ტანადად,
მიტომ გგონივართ ყველას პატარა“. (აკაკი)
„ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი“ (ს. ჩიქოვანი)
„ქე არ მომკლეს ამ ურჯულოებმა ერთი წრიპა ქათმისათვის.“ (დ. კლდიაშვილი)
„აქ სარეკელიც ტაშს უკრავს...
ერთი შეხედეთ კუკნასა“ (რ. ერისთავი)
„ჯერ ნორჩია, ერთი კიკნა, ერთი ბეწვა“. (ი. გრიშაშვილი)
„შენ, ეი, ილუავ! რა ნაღიტა ხბოსავით ამოსჯდომიხარ მაგ მწერალს გვერდში!“ (ვ. ბარნოვი)