Synonym: ლამაზმანები, ლამაზ-ლამაზი, კოხტა, კოპწია, კეკლუცი, კეკელა, ტურფა, მშვენიერი, მშვენიერზე უმშვენიერესი, კარგი, მზეთუნახავი, მზეს ეუბნება შენ ჩადი, მე ამოვალო, მზეთა მზე, მზისადარი, სალუქი, მოკაზმული, კოკობზიკა, კალმით ნახატი, თვალადი, ტანადი, თვალი რჩება ადამიანს მის ნახვაზე, ქვეყნის თვალი, ნატიფი, იშვიათი, თლილი (თლილი თითები), მოღერებული (მოღერებული კისერი), მწყაზარი, უცხო, საუცხოო ნარნარი, უსული, უსულიანი, პირიმზე, პირიმთვარე, პირიმზისა, პირიმთვარისა, მოსხივცისკარე, თვალმცეცხლია, ვარსკვლავებს ეთამაშება, მის ნახვას არა სჯობია რა, ციდან (ცით) მოწყვეტილი ვარსკვლავი, მზე ამომავალი, იაჯავარი.
სადა ხართ, ლამაზმანებო,
მოდით დამათვრეთ ბუნებით. (ი. გრიშაშვილი)
ავთანდილ პირმზე, სპასპეტი
ლაშქრისა ბევრ-ათასისა. (შოთა)
ზოგსა აქვს საღმრთო სინათლე,
დაშვრების აღმაფრენითა,
კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება
კეკლუცთა ზედა ფრფენითა. (შოთა)
თვალთა სურვიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო! (ბესიკი)
კალმით ნახატია და ამისთანა მახინჯს ხომ არ დაანახვებდით? (ილია)
კაცი იყო მეფე-კაცი
თვალად, ტანად მშვენიერი. (ილია)
მე შენ არ გეტრფი მშვენებისათვის, არც თითები გაქვს ბროლივით თლილი. (აკაკი)
დიდება შენ, ქვეყანავ,
მზის სადარო, მზიანო! (ა. მირცხულავა)
მნათობი... იმ წამს... მშვენიერი მოსხივ-ცისკარე იყო... (ი. ზურაბიშვილი)
რა კარგი რამ ხარ, ჩემო სამშობლოვ,
ლამაზი, ტურფა და მოკაზმული. (ილია)
ამოგვქონდა მარგალიტი ლამაზმანი ხათუნების ბროლის ყელის დასამშვენად. (ი. გრიშაშვილი)
გამოდით, ლამაზმანებო, ქალებო თვალებჟუჟუნა... (ი. ნონეშვილი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.