სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სქ სყ სც სწ სხ სჯ
სი! სია სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სიპ სიჟ სირ სის სიტ სიუ სიფ სიქ სიღ სიყ სიჩ სიც სიძ სიწ სიჭ სიხ სიჯ

სიარული

  1. arc. მომლოცველობა
    Synonym: დადის, ბოლთის კვრა, ბოლთის ცემა, სვლა, მავლობა, მავალობა, რება, რონინი, ბიჯება, გაბიჯება, გაბოტება, ტოპვა (მიტოპავს წყალში, ტალახში და, სხვ.), ძრომა (მიძვრება სოროში, ხვრელში და სხვ.), ნაბიჯი, პროწიალი, მიყოლა (მიჰყვება), ფრატუნი (რას დააფრატუნებს?), ტარება (კარგი ტარება იცის), თამაში (ცხენის მოხდენილი სვლა ნაბიჯით), ჩამოვლა (ნაცნობებს ჩამოვუარე), დავლა (მთელი ქალაქი დავიარე), მოვლა (მთელი მილეთი მოვლილი აქვს), ფეხის გადგმა (ფეხი არსად გამიდგამს), ბაჯბაჯი, დაბობღვა, აჯაბაჯა სიარული, ზლაზვნით სიარული, ზლაზვნა (კამეცი ზანტად მიიზლაზნება), ღინღილი, ხინხილი, ღონღილი (ავადმყოფი ძლივს ღონღილობს), ჩაშვება (კიბეზე ჩაეშვა), ქივქივი, ქევქევი, წაროხება, ტანტალი, ჩამოტანტალება, წახორება, ლასლასი, ბზაკუნი, ჩანჩალი, მიჩანჩალდა, დაჩანჩალებს, (კანკალით სიარული) ხანხალი (მიხანხალებს), ცანცარი (დაცანცარებს), ფარფატი (ბატივით დაფარფატებს), ტაატი (ბავშვი ჭოჭინის დახმარებით ტაატით დადის, ურმები ტაატით მიიზლაზნებოდნენ), გოგვა („ფრინველის კეთილი სვლა“ – საბა), გოგმანი (გოგვით სიარული), ცუცუნი (ბავშვი ეზოში თავისთვის დაცუცუნებს), ფეხის ადგმა (ბავშვის მიერ სიარულის დაწყება), ჯანჯალი (დაჯანჯალებს), ძუნძული (ნელი სირბილით სვლა ხვასტაგისა, მაგ., მგელი მიძუნძულებს), ლაწლაწი (მშიერი მელიის, მგლის, ძაღლისა და სხვათა უღონო ხეტიალი), ცუნცული (ნელი სირბილი მცირე ცხოველთა, მაგ., მელა მიცუნცულდა), ხუსხუსი, ტუსტუსი (სწრაფი სიარული), ბეცება, ცეცება (ბნელაში ხელშეხებით სიარული), ტოპვა, შეტოპვა, ჩხუპვა (წყალში სიარული), ჩეჩება (გზისა ჯოხის მოსინჯვით სიარული), ბოტება (დიდი ნაბიჯით სიარული), ფლატუნი (ფეხებს ძლივს მიაფლატუნებს), კინკილი (ცალ ფეხზე ხტომით სიარული), ფოფინი (ბავშვთა ნელი სიარული), ქევქევი (კოხტა სიარული), ფლაშუნი, შლაპუნი, ფრატუნი, ფლასტუნი (უხეიროდ სიარული ფეხების ხმაურით), ზეითობა (ცხენით სვლა), ტლიკინი (მოუსვენრად და უთავბოლოდ სიარული, მთელ დღეს დატლიკინებს), ლაჯუნი, (მთელ დღეს დაალაჯუნებს), ერთი ფეხი აღმა აქვს, მეორე – დაღმა, რიხინი (რას დაარიხინებ?), რიხინ-რიხინით სვლა, ყანყალი ტყუილუბრალოდ ყანყალებს), დაძვრება (მალვით დაძვრება), ქურდულად დაიარება, ჩერჩეტი (დაჩერჩეტობს), უმიზნოდ სიარული, გაგოგება (გოგვით წასვლა), შედგომა, შეყენება

    „სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლავ ებიჯა გზისადა.“ (შოთა)
    „აგიღია ფეხი, სოფლიდადან სოფელში დადიხარ და მაჭანკლობ.“ (ილია)
    „ცხენებმა... ძუნძულით გასწიეს.“ (ილია)
    „ჩიბუხის წევით ბოლთას ჰკრავდა.“ (ილია)
    „იჩერჩეტა, იჩერჩეტა და კინაღამ კერას გადააწყდა.“ (ნ. ლომოური)
    „მგლურის ძუნძულით საცოდავად მიძუნძულებდა.“ (შ. არაგვისპირელი)
    „დაჯანჯალებდა ტყეშია,
    ამხანაგს ვერა შოვობდა“. (ვაჟა)
    „მტრედები ხშირის ბალახიდან გაგოგდნენ“. (ვაჟა)
    „მსუქანი ბატი და ინდაური დაგოგავს“. (ვაჟა)
    „ცუხცუხით მოვეწიე სხვებს და შიგ შუაში შევერიე“. (შ. არაგვისპირელი)
    „ამ ბილიკს უნდა შევუდგეთ! – წამოიძახა გიომ და ცხენი აღმართს შეუყენა“. (შ. არაგვისპირელი)
    „(ჯაიანმა) განაგრძო გზა ცხენის თამაშით“. (ე. ნინოშვილი)
    „ჩემი ერთგული ჯოხი მოვიმარჯვე და ტაატით გავუდექი გზას“. (რ. ქორქია)

  2. Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. – 559 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9