ყა ყბ ყდ ყე ყვ ყი ყლ ყმ ყნ ყო ყრ ყუ
ყვა ყვე ყვი ყვლ ყვრ

ყვირილი

Synonym: კივილი, წივილი, წივილ-კივილი, კივილ-წივილი, კივილ-ჟივილი, ჟივილ-კივილი, კივილ-ჭყივილი, კივილ-ხრიალი, ჟრიალი, ჭრინვა, კოკინი, ფაციაკალი, ღორღალი, წიწკინი, ძახილი, შეძახილი, შემოძახება, შემოძახილი, შეყვირება, დაყვირება, წამოყვირება, ხმის ამაღლება, ხმის აწევა, დაჭყივლება, ყაყანი, ხავილი, დახავლება, ბასტი-ბუბუ, ღრიალი, დაღრიალება, ღრიანცელი, აყალ-მაყალი, ხმიანობა, ზრიალი, ზრინვა, პირმოხეული კივილი (ხმამაღალი და ხანგრძლივი კივილი), სოდომგომორი, დგრიალი, დგანდგარი, ყურთასმენის გამოჭედვა, ჟრიკ-ჟრიკი, (ქარისა) კიპ-კიპი, (ლომის კვნესა, ნელი ხმიანობა) კმინვა, ყურთა გლეჯა, გაგანი, გნიასი, ზმუილი, ზარი, ჟრიამული, ყიჟინა, რიკინი, წკავილი, კიჟინის დაცემა, ერთ ამბავში (ერთ ამბავში არიან), ერთი ამბავი აქვთ, ერთ ყოფაში არიან, ერთ ყოფაშია, ჟივილ-ხივილი (ბავშვებს ეზოში ჟივილ-ხივილი გაჰქონდათ), ხმიანობა: (მტრედისა) ღუღუნი, დვრინვა, კუჭკუჭი, (ბატისა) სისინი, სივილი, (იხვისა, ბაყაყისა), ყიყინი, წიავ-წიავი, წიაპი, წიაპ-წიაპი (წიწილისა), წიწილო, (მოლაღურისა) ჭივი (ჭივის წვრილი ფრინველი), (მამლისა) ყივილი, (ბატის ან იხვის ჭუჭულისა) ჭუკჭუკი, (ქათმისა) კრიახი, ჭრიახი, პრიახი, კრუხუნი, კუტკუტი, (კრუხისა) კრუშუნი, კრუშკრუში, კაკანი, ტკვარცალი, (ინდაურისა) ყვიტყვიტი, კივკივი, (მამლისა) ყივილი, ყიყლიყო, (ჭიაფისა, კუტკალიისა) ჭრიჭინი, (არწივისა, სვავისა) ყაშყაში, (ქორისა) ყიპყიპი, (ბუსა და ყვავისა) ყრანტალი (თავს დაჰყრანტალებს), ხივილი, ჩხავილი (რას დამჩხავი ყვავივით?), (არწივისა) ყრიყინი, (ბულბულისა) სტვენა, გალობა, რაკრაკი, (შაშვისა) ჭახჭახი, (გუგულისა) გუგუს ძახილი, (მერცხლისა) ჭიკჭიკი, (ბეღურისა და წვრილ ფრინველთა) ჟივილი, ჟივილ-ხივილი, ჟივჟივი, ჭივჭივი, ჭყივჭყივი, ჭიკჭიკი, წიალი, ჟღურტული, ჟივილი, ჭროკინი, ბოჟირი (სწრაფად დაშვებული ფრინველის მიერ მოდენილი ხმაურობა) სივსივი, (დიდი ფრინველის ფრენის ხმა) ფრაშფრაში, ტყლაშატყლუში, ცხოველთა: (კამეჩისა, სახედრისა) ყროყინი, (ცხენისა, ჯორისა) ჭიხვინი, ხვივილი, ხვიხვინი, (თხისა, ბატკნისა) კიკინი, (კურდღლისა) ფხაკუნი, (ძროხისა, ცხვრისა) ბღავილი, (თხისა, ცხვრისა) პეტელი, ყმუყუნი, (ძროხისა) ზმუილი, (ხარის გაბმული ნელი ყვირილი) ბუბუნი, (კატისა) კნავილი, კრუტუნი, ქშუტუნი, ფრუტუნი, (ძაღლისა) ყეფა, წკმუტუნი, წკავწკავი, (უხეირო ყეფა) ღავრავი, (გოჭისა) ჭყვიტინი, ჭყივილი, ჭყვირილი, (ღორისა) ხრუტუნი, ღრუტუნი, (საკერშილო ღორისა) ტუხუნი, გოხინი, (მელისა) ხავილი, (მგლისა) ღმუილი, (ვეფხვისა, ფოცხვერისა) კრინვა, (ლომისა) ბდღინვა, ბდღვინვა, (თაგვისა) წრიპინი, (გველისა) სივილი, სისინი, კაჭრობა, (ქარისა) ზუზუნი, ქშუტუნი, (ფუტკრისა, ბუზისა) ბზუილი.

თქვენცა მუნ მოდით, სადაცა
გესმას ზრიალი ზარისა.
(შოთა)

აქ ხშირად უქეიფნიათ გრძნობის აღმტაცის ხრუტუნით ნებიერს ღორებს. (ილია)

მტრედი ვერ შესძლებს კატის ჩხავილსა,
ბულბული – ყროყინს, თევზი – კნავილსა,
კრავი უმანკო – მელის ხავილსა,
გვრიტი – ჭიხვინსა, ბუზი – ბღავილსა.
(რ. ერისთავი)

ტბის ქვეშ დასისინებდნენ გველები. (ი. ევდოშვილი)

ინდაურები ხმამაღლა ყვიტყვიტებდნენ. (ვაჟა)

სვავიც ფრთების ტყლაშატყლუშით იქითკენ მიეშურებოდა. (თ. რაზიკაშვილი)

აღარ ისმოდა იქიდან შემოდგომით გულის მანათობელი ხარ-ირმის ყვირილი, აღარც შველის ხავილი, აღარც ტურის ჩხავილი და აღარც ყმუილი მშიერი მგლისა. (ვაჟა)

ოთხფეხის ყეფა-ყმუილიც კი არ მოისმოდა. (შ. არაგვისპირელი)

ინდაურს თავი მაღლა აეღო და „ყიავ-ყიავს“ უდარდელად გაიძახოდა... იქით კიდევ დედალი კააა-კაკას მოსთქვამდა. (შ. არაგვისპირელი)

მამლის რუკ-რუკი, გოჭების ღრუტუნ-ჭყვიტინი. (შ. არაგვისპირელი)

(ჩხიკვი) ხან კრუხივით ჩხავის, ძერასავით წივის, კატასავით კნავის ან ძაღლივით ყეფს და მამალივით ყივის. (თ. რაზიკაშვილი)

ზეცამ დასწყევლოს დიაცის პირმოხეული კივილი. (ა. ყაზბეგი)

გაუმაძღარი ნუგზარ ერისთავი ლომსავით ბრდღვინავდა. (ა. ყაზბეგი)

ჩავქოლოთ, ჩავქოლოთ! – იგრიალა ხალხმა. (ა. ყაზბეგი)

ყვავ-ყორანმა... ჩხავილ-ჩხავილით პირი იბრუნა. (შ. არაგვისპირელი)

მწყერი ათასში ერთხელ ამოიჭუკჭუკებდა ტირილის ხმაზე. (ვაჟა)

(ბაბუცას) მაღალი კისკისი ვერ ეხერხებოდა, სამაგიეროდ გულიანი კუჭკუჭი ისეთნაირად იცოდა, თითქო მტრედი ღუღუნებსო. (ნ. ლომოური)

წამოიძახა... ისეთი ბოხი ხმით, რომ სწორედ ლომის ბრდღვინვა მოგაგონდებოდათ. (კ. გამსახურდია)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9