Synonym: ანაზდეულად, უცბად, უეცრად, ნაუცბადევად, ხელად, იჩქითად, მყის, მეყსეულად, წამსვე, წამზე, ერთ წამს, სულმოუთქმელად, უსუნთქებლივ, თვალის დახამხამებაზე, თვალს ვერ შეასწრებდა ადამიანი, ერთბაშად, მაშინვე, მოსხლეტით, ...თანავე (მაგ. მოსვლისთანავე, დანახვისთანავე და სხვ.), როგორც კი (მაგ. როგორც კი წამოიწია), ის-ის იყო (ის-ის იყო უნდა ეთქვა...), ...თუ არა (გაათავა თუ არა...), მოულოდნელად, რა წამსაც (რა წამსაც მომთხოვ საქმეს საგმიროს, თუნდ მტრის ლახვარმა გამკრას, გამგმიროს), რაკი.
ანაზდად მოყმე გამოჩნდა
კუშტი, პირგამქეშავია. (შოთა)
რაკი ბატონი კნეინა თვალს გააჭყეტდა, შავარდენივით გადმოფრინდებოდა ტახტიდამ. (ილია)
ანაზდად მქმენ მე გლახ შენი მმკობარე. (ა.ჭავჭავაძე)
ჩემი სულისა სანთლადა
ჯადოც მყის გამოვჩმახეო. (ვაჟა)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.