უა უბ უგ უდ უე უვ უზ უთ უი უკ ულ უმ უნ უო უპ უჟ ურ უს უტ უუ უფ უქ უღ უყ უშ უჩ უც უძ უწ უჭ უხ უჯ
უად უავ უაზ უალ უამ უან უარ უას უაღ

უამრავი

Synonym: აუარებელი, უთვალავი, უანგარიშო, ურიცხვი, აურაცხელი, ურდავი, მრავალრიცხოვანი, რიცხვმრავალი, ბევრი, ბევრად ბევრი, მრავალი, განუზომელი, უზომო, უსაზომო, ზღვა (ზღვა ხალხი მოაწყდა), ზღვად სკდება (მოსავალი ზღვად სკდება), ულევი, ულეველი, ხალხი ბუზივით ირეოდა, თავზე საყრელი, ანგარიში არა აქვს, უზღვავი, მრავალთ უმრავლესი, მრავალთმრავალი, მრავალათასი, ბევრათასი, მილეთი (მილეთი ხალხი), ახედვა არ არის (იმდენია, რომ ახედვა არ არის), დიდძალი (დიდძალმა საზოგადოებამ მოიყარა თავი), ქვეყნის (ქვეყნის ხალხი იყო).

გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი. (შოთა)

ამოდენა მილეთის მცხოვრებლებს გაუწყვეტარი ლუკმის სახსარი მისცა. (ილია)

მრავალთ უმრავლესი ფრინველი თუ ნადირი ეყარა მკვდარი უპატრონოდ მთასა. (ვაჟა)

ეუცხოვა ზღვის ფსკერზე ადამიანების ზღვა. (რ. ქორქია)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9