Synonym: მსუქანი, მსუქან-მსუქანი, გასუქებული, ჩასუქებული, სქელი, მსხვილი, მკვრივი, ბუნჩულა, ჩასხმული, გათხვირული, გატიკნული, გარუმბებული, ჩაგოდრებული, ფაშფაშა, ჩასორსლებული, დანდრაზა, გასივებული, გაფიჟვინებული, გათქვირებული, შეთქვირებული, ქონმოკიდებული, ჩასკვნილი, ჩასხმული, სიმსუქნეში ცურავს, კანში არ ეტევა, კისერი გაუსქელებია, ტყავში არ (ვეღარ) ეტევა, თავის ქერქში არ (ვეღარ) ეტევა
„ეს ამოდენა დედაკაცი ჩაგოდრებული, ჩასორსლებული ხშირად დილიდან საღამომდე ფეხზე იდგა“ (ილია)
„გააბრუნეს გათქვირებული ცხენები“ (ა. ყაზბეგი)
„მთიულების ურდოში შევიდა ტანად მოსული და კარგად ჩასხმული ვიღაც წვერიანი კაცი“ (ა. ყაზბეგი)
„(გიგლას) თვალებიდან ღაპა-ღუპით გადმოსდიოდა ცრემლი და იმის გაბზინებულ ბუნჩულა ლოყებს სერავდა“ (შ. არაგვისპირელი)