Synonym: შებრალება, შეწყალება, ლმობა, აჩვილება, დაზოგვა (დაზოგა), მოლბობა, გატანა, გულის მოლბობა, მოლმობიერება, მოწყალებით მიხედვა, არ გაიმეტა (სასიკვდილოდ არ გაიმეტა), დანანება (დაენანა), დანდობა (დაინდო), გული სწყდება (მისთვის), გული შესტკივა.
მეწოდეს მის ტანჯვით სული...
დამედაგოს მტკიცე გული. (ილია)
ალავერდ-ხანი კაჟია და მისი მოლბობა... არ არის ადვილი. (შ. არაგვისპირელი)
ისეთი აჩვილებით თქვა ხვარამზემ, თითქოს ვისმე დიდი შეურაცხყოფა მიეყენებინოს. (ე. ნინოშვილი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.