Synonym: კახური, (საეკლესიო ღვინო) ზედაშე, (წყალ-წყალა) დგვიფი, ჟოქო, შალამურა, წყალკვინტელა, (უწყლო, ურიოშო) შუმი, არმუჯი, (წყალნარევი) შუაღვინო, (ახლად დაყენებული) მაჭარი, (ჭაჭის მეორედ ნაწური) შამანი, (შუშხუნა ღვინო) ახტაშირა, (ტკბილი ღვინო) მახალი, (ღვინოში ჩაბუჟბუჟებული პური) ბოღლიწო. საბავშ. ნუნუა.
დასხდეს, შეიქმნა პურობა,
გაამრავლებდეს მახალსა. (შოთა)
კუპრსავით სქელი ლალის ფერი კახური ავსებდა ჯიხვებს. (ა. ყაზბეგი)
ბევრი ბოღლიწოს ჭამამ... ბავშვი დააოსა. (ნ. ლორთქიფანიძე)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.