ნა ნგ ნდ ნე ნთ ნი ნო ნუ ნძ ნჯ
ნა ნა. ნაა ნაბ ნაგ ნად ნაე ნავ ნაზ ნათ ნაი ნაკ ნალ ნამ ნან ნაო ნაპ ნაჟ ნარ ნას ნატ ნაუ ნაფ ნაქ ნაღ ნაყ ნაშ ნაჩ ნაც ნაძ ნაწ ნაჭ ნახ ნაჯ

ნამდვილი

  1. Synonym: მართალი, მართებული, სწორი, ჭეშმარიტი უტყუარი, უცილობელი, უდავო, უეჭველი, უსათუო, უთუო, უებარი, (უებარი წამალია), შეუცდომელი, შეუმცდარი, სარწმუნო, წყალწმინდა, ნაღდი, (ნაღდი სიტყვა,) ზუსტი, ზედმიწევნითი, სიტყვა-სიტყვითი, მისი სიტყვა ბაჯაღლო ოქროა, მისი სიტყვა ბეჭედია, მისწრება (ეს წამალი მისწრებაა), ჭკუასთან ახლოა.

    გეტყვით ამბავსა
    უტყუარსა და მართალსა.
    (ილია)
  2. Synonym: წმინდა წყლის, პირწმინდა, მსგავსი, ზედგამოჭრილი, განხორციელებული, პირწავარდნილი (პირწავარდნილი მამაა), გასაშტერებელი მსგავსება, მამაილა (ხასიათით ზედმიწევნით მამის მსგავსი შვილი).
  3. Synonym: ბუნებრივი, შეურეველი, წმინდა, წმინდა წყლის, შუმი, ურიოშო, სირმა (ოქრო, ვერცხლი), ბაჯაღლო (ბაჯაღლო ოქრო), ანკარა, თავანკარა, წყალუკრავი (ღვინო), შეურეველი, ხალასი, პიტალო, უზადო, (ცხენი) სისხლიანი, წმინდა სისხლის, გავარდნილი (გავარდნილი ქურდია, ავაზაკია და სხვ.), აშკარა, მამალი (მამალი არამზადაა).
  4. Synonym: ალალი, ღვიძლი, მკვიდრი, მშობლიური, საკუთარი, თავისი (მკვიდრი ძმა, ბიძაშვილი და მისთ.).

    (გიორგის) თავისი თავი თავადის და მისი მეუღლის ნამდვილი შვილი ეგონა. (ე. ნინოშვილი)
    See also: ალალი
  5. Synonym: დედანი, ასლი
  6. Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9