(ცერცვისოდენა)
Synonym: კენჭი, (ქვიშანარევი კენჭი) ხვინჭა, ხრეში, (მდინარის პირის ქვა) სალი, (შრეული მინერალი, შავი ფიქალი, რომლისგანაც მზადდება გრიფელით საწერი დაფა) ასპიდი, (გლუვი ქვა) სიპი, (მქისე და ხორკლიანი საკვერე ქვა) კოხი, (ცეცხლის გამოსაკვესი) კაჟი, ტალი, (მინისებრი) ქარწბი, (სალესავი) სასრევი, (დიდი ზომისა) ლოდი, (საძირკვლის ამოსაყვანად ხმარებული) ბალავარი, (ფიცრისებრი, იატაკზე დასაფენი) ფილაქანი, ფიქალი, (წისქვილისა) დოლაბი, ლორფინო.
(„გალიპული ქვა, რომლისგანაც ასპიდის ქვას ამზადებენ“ – ა. ყაზბეგი) ჭაჭი, („ქვის ფიცარი“ – საბა)
სამარეში გაფანტული კევრის კოხებია იმის მაუწყებელი, რომ... კევრი მთლიანად ყოფილა ჩატანებული. (ივ. ჯავახიშვილი)
ეს ხეობა... მაღლობებიდან ჩამონადენს ქვას და ღორღსა უშველებელის ლოდებით გაუვსია. (ა. ყაზბეგი)
გამაგრდით მკლავით და გულით, ვით ბურჯის ბალავარია. (რ. ერისთავი)
მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს,
ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს. (ი. გრიშაშვილი)
მაღალი ჭაჭის ქვა სამნად ჩასვა. (ა. ყაზბეგი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.