მა მბ მგ მდ მე მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მჟ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მია მიბ მიგ მიდ მიე მივ მიზ მით მიი მიკ მილ მიმ მინ მიო მიპ მიჟ მირ მის მიტ მიუ მიფ მიქ მიღ მიყ მიშ მიჩ მიც მიძ მიწ მიჭ მიხ მიჯ მიჰ

მივარდნა

(მიუვარდა)
Synonym: შევარდნა, (შეუვარდა), ცემა (ეცა), დატაკება (დაეტაკა), შეტაკება, დააფრინდა, ჩააფრინდა, წამოქროლება (წამოუქროლა), დასხმა (თავს დაესხნენ), ძგერება (ეძგერა), დაძგერება, ჩაბჟირება (ჩააბჟირდა), ხუვილი (ხალხმა იხუვლა), გრიალი (ყველამ ერთად იგრიალა), კვეთება (თავგანწირული კვეთება), ტაკება (ეტაკა), დაჯახება, მისევა (მიესივნენ), გულდაგულ მისვლა, ჯიქურ ისვლა, მიხტომა, მიწყდომა, შესევა (შეესია), შეჭრა (შეიჭრა), მიჭრა (დილა ადრიანად სახლში მიეჭრა), მიცვივნა, შეცვივნა (შეუცვივდნენ), მიტყდომა, მიხდომა (დილა ადრიანად კარზე მიუხდა), დატყდომა (უბედურება, თავს დაატყდა); სას. ბდღვნა (ებდღვნა).

„პანღური მაგასო!“ – ბრძანა ბატონმა; მიცვივდნენ პატარა ბიჭები და ჰკრეს პანღური“ (აკაკი),
„(მტერზე) მიხდომა მეტად დაგვაზარალებს.“ (ვ. ბარნოვი)
„აღარ იქნება ერთმანეთზე მისევა, მტრობა და შური.“ (ს. შანშიაშვილი)
„უზარმაზარი შავი დათვი მეცა და გადამათრია ბნელ სოროში“. (ე. ნინოშვილი)

Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9