წა წე წვ წი წკ წლ წმ წნ წო წრ წუ წყ
წაბ წაგ წად წაე წავ წათ წაი წაკ წალ წამ წან წაო წაპ წარ წას წატ წაუ წაფ წაქ წაღ წაყ წაშ წაჩ წაც წაძ წაწ წაჭ წახ წაჯ

წასვლა

Synonym: ადგილის დატოვება, აყრა, (მთელი სოფელი აიყარა), გამგზავრება, წარვლენა (წარევლინა), გახვეტა (მთელი სოფელი გაიხვეტა), გადგომა (გზას გაუდგა), გამართვა (გზად გაემართა), გაბაწვრა (ურმები ქალაქისაკენ გაიბაწრნენ), წაბრძანება, გაბიჯება, გალაჯება, ბიჯის გადადგმა, წაშავება (წაშავდა), წათრევა (წაეთრა), წაბნელება (წაბნელდა მოუსავლეთში), წახირება (წაეხირა), წაპლაკუნება, წაჩანჩალება, წალასლასება, წაჩერჩეტება, გალაჯუნება (გაალაჯუნა), ლაჯუნი (მთელ დღეს დაალაჯებს), წაშლაპუნება, აბარგება, გუდა-ნაბადის აკვრა, გუდა-ნაბადის აკრეფა, აბრაგანის ამოკვრა (სადაც იყო, რა უჭირდა, იქიდან აბრაგანი რად ამოიკრა?),, გახანხვლა (გაიხანხლა), გზიურ წასვლა (დანიშნული ადგილისაკენ პირდაპირ გეზის აღება), გაწევა (ქალაქისაკენ გასწია), მოსმა (სოფლისაკენ მოუსვა), გაქანება (გაქანდა), თავის ამოყოფა (ქალაქში თავი ამოჰყო), მოხვედრა (აქ როგორ მოხვდი?), გაჩენა, (საიდან გაჩნდი?), მოქცევა (სოფლის ბოლოს მოექცა), ხლება (ახლავს, ეახლა).

„დავკარი ფეხი და ყაჩაღად გავვარდი“. (ილია)

„ახლა დედასთან მიდი, იახელი“. (აკაკი)

„ამანაც წამოავლო ცულს ხელი და გასწია ვერხვის მოსაჭრელად“. (ვაჟა)

„გზიურ გამოსწია იმისაკენ, რომ რითიმე ენუგეშებინა“. (ა. ყაზბეგი)

„შენ წისქვილში წაბრძანდი, მე ქორწილში წავეთრევი“. (ხალხური)

Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც.. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9