გა გბ გდ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გაა გაბ გაგ გად გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაო გაპ გაჟ გარ გას გატ გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაჩ გაც გაძ გაწ გაჭ გახ გაჯ

გაშმაგება

  1. Synonym: შმაგობა, გაბრაზება, ბრაზის მორევა, გაცოფება, ცოფების ყრა, ცოფების მორევა (ცოფები მოერია), ღელვა, გამძვინვარება, აზვირთება, აზავთება, აღგზნება, გამგელება, ბორგვა, გააფთრება, გაცეცხლება, გაასპიტება, გაშეთება, გულზე ცეცხლის მოდება, გულზე ცეცხლის მოკიდება, გულზე მოსვლა, გულის მოსვლა, განრისხება, შერისხება, გამწარება, აბობოქრება, გაცხარება, გაფიცხება, გაკაპასება, გამხეცება, გაალმასება, ჯავრზე გასკდომა, ჯავრზე გახეთქა, ჯავრზე მოსვლა, გაჯავრება, ალმური ასდის, თვალების ბრიალი, ჭიპზე გახეთქა, ჭიპზე გასკდომა, ჭიჭინაზე გასკდომა (სკდება), გაგულისება, გაფოთება, გაავკაცება, გაავება, შფოთვა, დატრიალება (თვალები დაუტრიალა), შეტევა (ისე დაუტია, რომ ანგელოზები დაუფრთხო), შეუბღვირა, თვალები დაუბრიალა, გაბოროტება, გაწყრომა, ბოღმა ახრჩობს, ბოღმა ყელში ებჯინება, სისხლი ყელში ებჯინება, კბილების დალესვა, გულზე გასკდომა, ჭიჭინაზე მოსვლა, აბეზარს მოსვლა, მოთმინების დაკარგვა, მოთმინებიდან გამოსვლა, მოთმინების ძაფი უწყდება, თავდავიწყებამდე მისვლა, გაფხუკიანება, წონასწორობის დაკარგვა, წონასწორობიდან გამოსვლა, აპილპილება, გაწიწმატება, აყვინჩილება, ყალყზე შედგომა, ტვინის ამღვრევა, სისხლის ამღვრევა, გულის ამღვრევა, ავარდნა (ავარდა და დავარდა), ახტა და დახტა, მოაშრება, თავის მოაშრება.

    ამან უფრო გაგვაშმაგნა,
    თავი სრულად გავაშეთეთ.
    (შოთა)

    ვაი, შენ ჩემო თერგო!..ცოდვა არ არის შენი შფოთვა და ფოთვა? (ილია)

    ვისთვის ხელობ, ვისთვის შმაგობ? (ბესიკი)

    ბიჭი აენთო შმაგივით,
    თვალები დააბრიალა.
    (რ. ერისთავი)

    იდგა გაასპიტებული, გააფთრებული და ისე მიყურებდა, თითქოს თვალებით ჩაყლაპვას მიპირებდა. (ა. ყაზბეგი)

    (ზღვა) ღელავს, გრიალებს,
    სჭექს და ღრიალებს, განრისხებული, აღშფოთებული, აღქაფებული.
    (ი. გრიშაშვილი)

  2. Synonym: აშმაგებს
    Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9