წა წე წვ წი წკ წლ წმ წნ წო წრ წუ წყ
წებ წევ წეკ წელ წენ წერ წეს წეღ წეწ

წევა

  1. Synonym: (გულის წადილს ეწია), მიღწევა, მიწვდომა, მიწვთომა, მოპოვება, თავისის გატანა (თავისი გაიტანა), თავისის მიღწევა (თავისას მიაღწია) შესრულება, განხორციელება (მიზნისა, ჩანაფიქრისა).
  2. Synonym: (ეწევა გაქცეულს), დაწევა (დაეწია და გაასწრო), მოწევა (მოეწია).

    კვლა სხვანი დიდი ლაშქარნი, უკანა მომეწეოდეს. (შოთა)
  3. Synonym: თრევა, გათრევა, გაჩოჩება, ზიდვა, ფორიალი (კაბის ბოლოს იატაკზე მიაფორიალებდა).
  4. Synonym: მიწევა, განზე მიდგომა, (განზე მიდგა ადგილის დასათმობად).
    See also: აღება
  5. Synonym: (ჩიბუხისა, თუთუნისა), მოწევა, სუტვა, ლევა, დალევა, აბოლება, გაბოლება.

    დამშვიდებით და განცხრომით აბოლებდა ჩიბუხს. (ილია)

    დინჯად ჩიბუხსა სუტავდა. (ვაჟა)
  6. Synonym: გაწევა, ჭიმვა, მოჭიმვა, დაჭიმვა, განზე გაბზეკა, ფშეკა, დაძაგვრა, ბრექა, გაჭიმვა, შარტვა, მოწევა (მოვწიე აღვირს), მოღრეჯა (ცხენისა სადავით), გაძაბვა, გაგრძელება, გაწელვა (იწელება).

    ცხენი მოღრიჯა, გასწია
    ქვითინი გაჰყვა კვალადა.
    (ვაჟა).

    ჩაფიქრდა, გაჩუმდა და კისერი ისე გაძაბა, თითქოს ვიღაცას ყურს უგდებსო. (ა. ყაზბეგი).
    See also: ჭიმვა
  7. Synonym: მიწევა, გაწევა, ხელის აღება (საცემად, მოსაკლავად), წამოჭიდება, შეჭიდება.

    და მამაჩემსა მოხუცსა, ძმაო,
    წამოეჭიდენ მისივ მოძმენი.
    (ილია)
  8. Synonym: აწევა, ახდა (ფარდისა).
  9. Synonym: (ეწევა) მიწევა, მოწევა (თავისკენ მოსწია), მიდგმა (მიიდგა), მოდგმა, მოზიდვა, მიზიდვა (მიიზიდა და გულში ჩაიკრა), მოთრევა, დაზიდვა, ჯაჯგური (ეჯაჯგურება).
  10. Synonym: აწევა, აღება, აყვანა, ატაცება, აყენება, წამოყენება, ფეხებზე დაყენება, (ფეხებისა) აშვერა, აპლაკვა, აფშეკა, (ცხვირისა) აბზეკა.
  11. Synonym: მოზიდვა, დაზიდვა, სხირპვა (მშვილდისა).
  12. Synonym: აწევა, (მხრებისა) აწურვა, აჩეჩვა, აშმუშვნა.

    პასუხის მაგივრად მხრები-ღა ავიჩეჩე. (შ. არაგვისპირელი)

    უცბად მხრები აეწურა. (ლ. ქიაჩელი)
    See also: აჩეჩა
  13. Synonym: აწევა, აღება, (თავისა).

    თავი ვერ აიღო და შიშით გონება დაჰფანტოდა. (ა. ყაზბეგი)
  14. Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9