ცა ცბ ცდ ცე ცვ ცთ ცი ცლ ცმ ცნ ცო ცრ ცუ ცქ ცხ
ცხა ცხე ცხვ ცხი ცხო ცხრ ცხუ

ცხენი

(ჯიშიანი ცხენი)
Synonym: საბ. - აჩუ. ჰუნე, უნე, მერანი, რაში, ბედაური, ტაიჭი, (გაუხედნავი) ურა, უხედნი, (დაუკოდავი) ულაყი, (დაკოდილი) იაბო, (დედალი ცხენი) ფაშატი, ჭაკი, (მუხლმაგარი) სინიბი, მაშტაკა, ჯიმბირი, ჯაფიერი, (ურჩი) გულარღო, ოჩანი, გაქირი, (სათადარიგო) მარქაფა, ჯინიბი, (მძიმე სამუშაოთა ცხენი) საფორანე, საჯოგავი, (ბარგის საზიდავი) სასაპალნე, (საჯდომი) საფერხე, (ჩვეულებრივი სამგზავრო სატალახო), (ოქროსფერი, ჩალისფერი) ჩალა, ზერდაგი, (თეთრი ფერის შავი ან წითელი წინწკლებით) აბრაში, (ლურჯი) სისვი, ლეგნა, ლურჯა, ნისლა, ტრედანა, (მოლურჯო) ლუში, (წითელი) ჯურა, ქურანი, შვინდა, წაბლა, ქარცი, რახსი, ხზედი, (ბაცი წითელი) სარია, თაფლა, ალათი, ქარცი, ჟღალი, (ჭრელი, წითელი ლაქებით თვალებსა და ნესტოებთან) აბლაყი, ამლაყი, (შავი) შავრა, (თეთრშუბლიანი) საღრა, საღარი, ნიშა, (უხეირო) ჯაგლაგი, ლაფშა, ჯახრაკა, ჯაგჯაგა, ჩაქჩაქა, ბახი.

ნურც დაანახვებ შენს ქურან ცხენსა,
თორემ ის ბიჭი განანებს ბევრსა.
(ილია)

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი
შავი ბედის წინ გამოუქროლდეს.
(ნ. ბარათაშვილი)

ცხენი სადა გყავ, მიტირე,
ი შენი ცხენი – საღარი.
(ვაჟა)

შატილს მინდიაც მოიდა
ზერდაგით რვალიანითა.
(ვაჟა)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9