Synonym: წარმოთქმა, ბრძანება (ბრძანებს), სიტყვის დაზვრა, მიძახება, სიტყვის გამოგება, სიტყვის დაცდენა (სიტყვა დასცდა), კრინტის დაძვრა, ხმის ამოღება, ალაპარაკება, (ალაპარაკდა), ენის ამოდგმა (ბავშვმა ენა ამოიდგა), ენის გაგნება, ენის ამოძრავება, ენის ამოგება, ღაღადი, (ქვათა ღაღადი), ბაგის გახსნა, წამოძახება. სას. წამოყრანტალება, აჭიკჭიკება, აბულბულება, ამოძახება, ჩაძახება ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებსო). მოძვ. აღაღო პირი თვისი.
ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,
ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. (შოთა)
ძლივს გაიგნო ენა.(ა. ყაზბეგი)
ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა,
მიაძახა: „გზა მომეო“. (აკაკი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.