სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სქ სყ სც სწ სხ სჯ
სწა სწო სწრ

სწრაფად

Synonym: სასწრაფოდ, ჩქარა, აჩქარებით, სიჩქარით (საათში 60 კილომეტრის სიჩქარით), ნაჩქარევად, მალე, მალიად, უმალ, ხაფად, ხელდახელ, ადრე და მალე, საცაა, სადაცაა, აგერ-აგერ, გამალებული, გამალებით, გაფაციცებით, არც აცივა, არც აცხელა, ფრენით, კაცი აფრინა, ელვისებურად, ფიცხლავ, მარდად, მკვირცხლად, იჩქითად, დაუზარებლად, ფხოჭა-გლეჯით, თავ-პირის მტვრევით, ჩიტივით; ტყაპა-ტყუპით, პანტა-პუნტით, ძუნძულით, ტუსტუსით, დაოთხებით, გველნაკბენივით, (გველნაკბენივით წამოიჭრა), ჰაიჰარად, შურდულივით, სეტყვასავით, თავპირის მტვრევით, კისრის ტეხით, უკან მიუხედავად, დაოთხებით, გასწრებაზე, ჭენებით, ვინ ვის გაასწრებს, ქუდმოგლეჯილი, თავგადაგლეჯილი, კუდამოძუებული, გაქანებული (გაქანებული ღობეს დაეჯახა), ჩაბულბულება, სხაპასხუპით (კითხვა, ლაპარაკი), ტყვიანაკრავსავით (წამოხტა, გაიქცა და სხვ.), ყელისჭრა მუშაობა (გამალებული, გახურებული მუშაობა), სწრაფი დავარდნა, დაშვება, დაცემა, მოწყვეტით (მოწყვეტით მიეგდო კუთხეში), მოშვებით, მოდუნებულად, ჰაიჰარად (კაცი აფრინეს).

ჩვენ ხაფად წაგეკიდენით. (შოთა)

ცხენებმა... ყოველ დაკვრაზე ტყუპ-ტყუპი ტლინკები ჰყარეს, დაიძრნენ ადგილიდან და ძუნძულით გასწიეს. (ილია)

რამ მოგიყვანა ამ ყელისჭრა მუშაობაში? (ა. ყაზბეგი)

აწ, სადაც არის, დაიძვრის ხალხი. (აკაკი)

...რომ იჩქითად ატყდა ქალი,
განაცეცხლი, განაბრაზი.
(ი. გრიშაშვილი)

პატარა მხედარი ჩიტივით ჩამოფრინდა ცხენიდან. (რ. ქორქია)

ფეხად მივდივარ, რადგანაც სასწრაფო საქმე მაქვს. (შ. არაგვისპირელი)

(თხები) ვენახში შეპარულან და გამალებით სძოვენ ბალახს. (ი. გოგებაშვილი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9